|
დასახელება:
ლაზეროთერაპევტი
|
| მომწოდებელი:
ესთეტიკის ცენტრი კალისია
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"კალისია" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე ზუგდიდში.
"კალისია" - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც 8 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 7 ფილიალს და სთავაზობს მომხმარებლებს როგორც ესთეტიკურ, ისე სალონურ მომსახურებას სხვადასხვა ქალაქში.
ფილიალები ფუნქციონირებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, თელავი.
შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა!
ძირითადი მოვალეობები:
** პროცედურის მაღალ დონეზე ჩატარება;
** მაღალ ხარისხზე მუდმივი ზრუნვა;
** პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
** პაციენტისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა;
** დადგენილი ჰიგიენური ნორმების დაცვა.
სამუშაო ლოკაცია: ზუგდიდი, გამსახურდიას №28;
სამუშაო საათები: 10:00 - 20:00;
სამუშაო დღეები: 15 სამუშაო დღე (დღეგამოშვებით).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე calisiazugdidihr@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ლაზეროთერაპევტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|