|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Leonidas Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
|
"Leonidas Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი (ზაარბრუკერის მოედანთან)
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკი), 11:00 - 22:00
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
"Leonidas" - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.
"Leonidas Georgia" წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.
შენი პასუხისმგებლობები იქნება:
** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება;
** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:
** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს;
** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით;
** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას;
** არის დეტალებზე ორიენტირებული;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით);
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით ტრენინგს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.
თუ გსურს გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: leonidastbilisi@gmail.com
სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 14 ნოემბერი, 2025.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.
|
|
|
|