|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ოქსიგენ+
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
კომპანია "Oxygen Plus", რომელიც გახლავთ ევროპული სამედიცინო აპარატურის და კოსმეტიკური ხაზების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ეძებს კრეატიულ, ენერგიულ ახალგაზრდებს გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.
გთავაზობთ პერსპექტიულ, საინტერესო და ინოვაციურ სამსახურს მუდმივი ზრდით.
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, დაინტერესება, მათთან ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის მართვა;
** გაყიდვების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობებისა და არხების იდენტიფიცირება;
** მომხმარებლის მოთხოვნებისა და საჭიროების დადგენა, მათთვის ოპტიმალური აპარატების და პროდუქციის შეთავაზება;
** აპარატების მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობის გაცნობა;
** მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
** გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
** სასწავლო ტრენინგებსა და სემინარების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების კუთხით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet);
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
პირობები
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 11:00-19:00
** წლიური ანაზღაურებადი შვებულება: 24 დღე
** ოფიციალური დასაქმება
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მ.თამარაშვილის ქ. 13ო, თბილისი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოთი ელექტრონულ მისამართზე: beautifyge@gmail.com 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. Subject-ში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსია გაყიდვების მენეჯერი, სახელი და გვარი.
|
|
|
|