|
დასახელება:
ბარისტა
|
| მომწოდებელი:
Pumpkin Café
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"Pumpkin Café" - სულ მალე გაიხსნება დიდ დიღომში და ჩვენი მიზანია შევქმნათ ყველაზე თბილი, მყუდრო და ლამაზი ატმოსფერო.
სწორედ ამიტომ, ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ ადამიანს ბარისტას პოზიციაზე, რომელსაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა და აქვს გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობისა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების კეთილგანწყობით მიღება და მომსახურება — ყავის, ჩაისა და სხვა სასმელების მომზადება მაღალი ხარისხის სტანდარტით;
** კაფეს სივრცეში სასიამოვნო და მოწესრიგებული ატმოსფეროს შექმნა;
** ბარის სივრცის სისუფთავის შენარჩუნება;
** გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა საერთო მიზნისთვის — გავხადოთ Pumpkin Café სტუმრებისთვის სასიამოვნო გამოცდილების ნაწილი;
** გულითადი, მეგობრული და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება სამუშაოსა და სტუმრების მიმართ.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
** ინგლისური ენის ცოდნა,
** კომუნიკაბელურობა,
** ენერგიულობა და პოზიტიური განწყობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
გრაფიკი: მცოცავი, მოქნილი გრაფიკი,
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@hubitat.ge
|
|
|
|