|
დასახელება:
მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Book Cafe
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
კაფეთა ქსელი "Book Cafe" "ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა 2014 წლიდან.
კაფის ინტერიერი მყუდრო, აკადემიური და დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რაც ქმნის კომფორტულ და გემოვნებიან სივრცეს მომხმარებლისთვის.
"Book Café" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში
ადგილმდებარეობა: ბათუმი, მ აბაშიძის 52
სამუშაო გრაფიკი: სრული
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
** შიდა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება;
** მომარაგების კონტროლი, სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთობა;
** ჰიგიენის ნორმების, თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ბუღალტრისთვის საჭირო ფინანსური დოკუმენტების მომზადება/მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი (CV) ელფოსტაზე hr@piatto.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject)-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მენეჯერი - ბათუმი).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას
|
|
|
|