Робота для біженців з України
ექსკავატორის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსკავატორის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. "GWP" 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვაცხადებთ ვაკანსიას ექსკავატორის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
ანაზღაურება: გამომუშავებით 3000 + ლარი NET

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო მოედანზე გასვლა და კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება: ტერიტორიის მომზადება, გათხრა და ა.შ.
** სამშენებლო მოედნის მოწესრიგება (ნარჩენებისა და მიწის გატანა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობის კატეგორია: B და S.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 595 25 61 43 ან გადმოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ნომერი/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე