|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
გუნდის მართვა და განვითარება:
** სამედიცინო წარმომადგენლების გუნდის შერჩევა, მოტივაცია და შეფასება.
** ინდივიდუალური და გუნდური მიზნების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი.
** ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება.
გაყიდვების და მარკეტინგის მიზნების შესრულება:
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულება.
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება.
** მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობა და მათი ეფექტიანობის შეფასება.
სამედიცინო საზოგადოებასთან ურთიერთობა:
** ექიმებთან, აფთიაქებთან და კლინიკებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
** კომპანიის პროდუქციის პრეზენტაციების, კონფერენციებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება.
ანგარიშგება და ანალიტიკა:
** გუნდური შედეგების რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტთან.
** გაყიდვების მონაცემთა ანალიზი, პროგნოზირება და ოპტიმიზაციის წინადადებების მომზადება.
შიდა პროცესების მართვა:
** რეგიონების მონახულება და სამედიცინო წარმომადგენელთა ვიზიტების კონტროლი.
** შიდა სტანდარტებისა და ეთიკური კოდექსის დაცვის უზრუნველყოფა.
კვალიფიციური მოთხოვნები:
განათლება:
** უმაღლესი განათლება მედიცინის, ფარმაციის ან ბიოლოგიის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).
** მენეჯმენტში ან მარკეტინგში დამატებითი კვალიფიკაცია აუცილებელია.
სამუშაო გამოცდილება:
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ფარმაცევტულ სექტორში, მათ შორის მინ. 2 წელი სამედიცინო წარმომადგენელთა გუნდის ხელმძღვანელად.
პიროვნული უნარები და კომპეტენციები:
** ძლიერი ლიდერული და მენტორული უნარები.
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
** სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტაცია.
** ანალიტიკური უნარები და გეგმების შესრულების მონიტორინგის გამოცდილება.
** დროის ეფექტური მართვის და პრიორიტეტების დადგენის უნარი.
ენები და კომპიუტერული ცოდნა:
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი დონე).
** საოფისე პროგრამების (MS Office ცოდნა.)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@rp-ophthalmology.ge
|
|
|
|