სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მომსახურების ცენტრის ტექნიკოს-ელექტრიკოსი/სტაჟიორის პოზიციაზე.
სტაჟირების ადგილები: თბილისი, მცხეთა, კასპი, ყაზბეგი, თიანეთი, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, საგარეჯო, თერჯოლა, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ხარაგაული, ვანი, ონი, ხელვაჩაური, ბათუმი, ფოთი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი, 2025 წ.
მოვალეობები და ვალდებულებები:
** უშუალო ხელმძღვანელის, კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ შეასრულოს ფუნქციები;
** გაეცნოს და იხელმძღვანელოს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით;
** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება, არსებული წესებისა და სტანდარტების მიხედვით. მენტორის მეთვალყურეობით;
** აღმოჩენილ დარღვევებზე/ხარვეზების, უსაფრთხოების ტექნიკისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის შესახებ ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ავარიის აღმოჩენა-ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურეობის ცენტრში მიმდინარე პროექტების შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** ქსელზე მომხმარებლის უნებართვოდ მიერთების მკაცრი კონტროლი;
** რიგ შემთხვევებში, სატრანსფორმატორო პუნქტებში, საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზებზე გეგმიური ან ავარიული შესასრულებელი სამუშაოს დროს, განწესით ან განკარგულებით, სამუშაო ადგილის მომამზადებელი პირის, დამშვების, სამუშაოს მწარმოებლის ან მეთვალყურის ფუნქციების შესრულება, მენტორის მეთვალყურეობით;
** სამუშაო ადგილის მომზადებისას აუცილებელი გამორთვების წარმოება და შესაბამისი ზომების მიღება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევევეი:
** სრული საშუალო განათლების ან უმაღლესი ან/და პროქტექნიკური განათლება საგანმანათლებლო დაწესებულების მეოთხე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე (სასურველია ტექნიკური განათლება);
** გუნდური მუშაობის უნარი
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
|