Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: რესტორანი შავი ცხენი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
რესტორანი "შავი ცხენი" ეძებს პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ კანდიდატს მიმტანის პოზიციაზე. პოზიცია გულისხმობს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას და რესტორნის სერვისის სტანდარტების დაცვას.

ანაზღაურება: მოჭრილი სისტემა (1500 ლარი თვეში)
სამუშაო გრაფიკი: დღეში 9 საათი

გამოცდილება: არ არის სავალდებულო (სწავლის შესაძლებლობით ადგილზე)
ენების ცოდნა: აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

დამატებითი პირობები: ობიექტი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებასა და კვებას

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების გამართული და თავაზიანი მიღება;
** მენიუს სრულად ცოდნა და სტუმრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
** შეკვეთების მიღება, გადაცემა სამზარეულოსა და ბართან, შეკვეთის კონტროლი;
** მაგიდების მოწესრიგება და მომსახურების სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მოთხოვნებზე დროული და კორექტული რეაგირება;
** ანგარიშის წარდგენა და გადახდის პროცესის მართვა;
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ჰიგიენისა და სერვისის შიდა სტანდარტების დაცვა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიური დამოკიდებულება სტუმრებისა და გუნდის მიმართ;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოგვიგზავნოთ მეილზე info@blackhorsestable.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე