|
დასახელება:
ტრენინგებისა და ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
EBIT Group
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
|
ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგებისა და ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
"EBIT Group" წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის, ტრენინგ ცენტრის და ტექ კომპანიის სახით; ჯგუფის მიზანია ორგანიზაციების მხარდაჭერა ბიზნესის განვითარებაში, როგორც საკონსულტაციო კუთხით, ასევე ინვესტიციების მოზიდვით და პერსონალის გადამზადებით სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგების დახმარებით.
"EBIT Group" კონსულტირებას უწევს საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კორპორაციებს, როგორც ფინანსების მართვის, ასევე საოპერაციო მენეჯმენტის და IFRS სტანდარტების მიმართულებით.
ვებსაიტი: http://www.ebit.ge
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ფორმატი: საოფისე
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** გრაფიკი: 9 სთ-დან 18 სთ-მდე ან 10 სთ-დან 19 საათამდე; 1 სთ შესვენება
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ნეტ) + ბონუსები გაყიდული ტრენინგების მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის კლიენტებისათვის ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება:
- კომპანიის ტრენინგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგების პოტენციურ და მიმდინარე მონაწილეებთან/კლიენტებთან კომუნიკაცია, როგორც ღია ტრენინგების, ასევე კორპორატიული მიმართულებით
- ტრენინგების საფასურის გადახდების მონიტორინგი
- ტრენინგების ლოჯისტიკური და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა.
** ბიზნეს-შეხვედრებისა და ღონისძიებათა ორგანიზაციული საკითხების მართვა
** კომპანიის პოტენციურ კლიენტთა მონაცემთა ბაზების მართვა, როგორც ტრენინგების, ასევე სხვა სერვისების მიმართულებით.
** კომპანიის კორპორატიული საკომუნიკაციო არხების მართვა.
** პრეზენტაციებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებაში კომპანიის დირექტორის ასისტირება
** კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სარეკლამო ბეჭდვითი მასალების დამზადების ორგანიზება
** ოფისის ადმინისტრირების ფუნქციების შესრულება:
- საკანცელარიო და ოფისისთვის საჭირო სხვადასხვა მასალების შერჩევა და შესყიდვა;
- საოფისე ტექნიკის, მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შეკეთების პროცესის ორგანიზება;
- ოფისის მოწესრიგებულობის, ვიზუალური იერსახის და სისუფთავის უზრუნველყოფა.
** ინტერნეტის, პროგრამული და საინფორმაციო-ტექნოლოგიური სერვისების მიმწოდებლებთან კომუნიკაცია, თანამშრომელთა მხარდაჭერა ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში.
** პროექტების მართვისა და ადამიანური რესურსებისა პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება:
- პროგრამების დანერგვაში ჩართულობა და თანამშრომელთა კონსულტირება პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით
- პროგრამებში (soft) მონაცემების შეყვანა და რეპორტინგი; ტაბელების ფორმების მომზადება.
- თანამშრომელთა სამუშაო დროის მართვასთან დაკავშირებული პროგრამული ინფორმაციის პერიოდული მონიტორინგი
** კომპანიის კლიენტებთან დადებული ხელშეკრულებებისა და სხვა ბიზნეს-პარტნიორული ხელშეკრულებების რეესტრის მართვა და დაარქივება.
** კომპანიის ხელმძღვანელი რგოლის მხარდაჭერა მიმდინარე ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და ცოდნა
** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა
** სოციალურ ქსელებისა და საიტების ადმინისტრირების ბაზისური ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
სამუშაო გამოცდილება: ოფისის მენეჯერის, ადმინისტრაციული ასისტენტის, პროექტების ასისტენტის, ტრენინგების სპეციალისტის/ასისტენტის, კლიენტთა მხარდაჭერის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სამუშაო უნარები:
** განვითარებული ტექნიკური უნარები
** განვითარებული ზეპირი და წერითი ვერბალური უნარები
** კლიენტზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები
** ინფორმაციის და დოკუმენტაციის ორგანიზების უნარები
** დეტალებისადმი ყურადღება
** ყურადღების სწრაფად გადართვის უნარები (multitasking)
** პუნქტუალობა და აკურატულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: career@ebit.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 ნოემბერი
|
|
|
|