|
დასახელება:
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
EBIT Group
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
"ებიტ ჯგუფი" არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (http://www.ebit.ge).
ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.
ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.
ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში".
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: საოფისე
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადება
** ფინანსური რეპორტების მომზადება და დეტალური ანალიზი, ფინანსური ინდიკატორების შემუშავება და კონტროლი
** კომპანიების ფინანსურ პროგნოზირებაში აქტიური ჩართულობა, სხვადასხვა ფინანსური მოდელების მომზადება სტრატეგიული გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის;
** კომპანიების ბიუჯეტების პროცესში ჩართულობა, ფაქტობრივი მონაცემების მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება
** კომპანიების ფულადი სახსრების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობის მიღება
** ბიზნესის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება
** სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება
** კომპანიებში პრეზენტაციების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით
** ფინანსური ანალიზის, ფინანსური მენეჯმენტის (ან ფინანსური აუდიტის) მიმართულებით 2-3 წლის სამუშაო გამოცდილება
** პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** განვითარებული მათემატიკური უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** განვითარებაზე ორიენტაცია
დამატებითი უპირატესობები:
** თანამშრომელს ვთავაზობთ
** IFRS სტანდარტების სასწავლო პროგრამის სრულ კურსის გავლას, ის იმუშავებს სხვადასხვა პრაქტიკული ქეისების მაგალითებზე
** კომპანიის სხვა კურსებს მისი სურვილის მიხედვით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: career@ebit.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით
|
|
|
|