Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677929&print=yes&view=jobs
 
საკვები ხაზის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკვები ხაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: კაფეტერია CanteenArea
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 11 ნოემბერი
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 70 ქვეყნის 289 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

"კავკასიის უნივერსიტეტი" შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა ეკონომიკის და განათლების სკოლებისგან.

კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "Canteen_Area" აცხადებს ვაკანსიას საკვები ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების შესწავლა და მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის მოსმენა, მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისის შეთავაზება:
** მომხმარებლისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ინვენტარის განლაგება;
** დარჩენილი პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და გატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ზოგადი განათლების მქონე პირი ან სტუდენტი;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** სერვის+ ის ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენის ცოდნას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** თავაზიანობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე); შაბათი - მოკლე სამუშაო დღე (10:00სთ-დან -15:00 სთ-მდე);
** ანაზღაურება: 800 ლარი
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (პერიოდი ანაზღაურებადია).

დაინტერესებულმა პირები გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 75 19 19 ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irinanikoleishvili@cu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: საქმისწარმოების სამსახურის მენეჯერი

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია