Робота для біженців з України
უცხოელ სტუდენტთა მიღების დეპარტამენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უცხოელ სტუდენტთა მიღების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას უცხოელ სტუდენტთა მიღების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე მედიცინის სკოლაში (ფაკულტეტზე).

"ქართული ამერიკული უნივერსიტეტის" მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ბოცვაძის ქუჩა 6ა;
** სამუშაო საათები: სრული; ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლობს საგანმანათლებლო სააგენტოებთან, პარტნიორებთან და სხვა შესაბამის ინსტიტუციებთან უცხოელ სტუდენტთა მოზიდვისა და მიღების მიმართულებით;
** ორგანიზებასა და კოორდინირებას უწევს უცხოელ სტუდენტთა მიღების, რეგისტრაციისა და სწავლის პროცესში ჩართვის ეტაპებს;
** ახორციელებს უცხოელ აპლიკანტებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და კონსულტაციას მათი განაცხადების, დოკუმენტაციისა, საფასურის და მიღების პროცედურებთან დაკავშირებით;
** პასუხისმგებელია უცხოელ აპლიკანტთა დოკუმენტაციის გადამოწმებასა და შესაბამისობის უზრუნველყოფაზე უნივერსიტეტის და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;
** უზრუნველყოფს აპლიკანტთა დოკუმენტაციის ადმინისტრირებას, მათ მხარდაჭერას სწავლების უფლების მოპოვების პროცესში და თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ჩარიცხვის პროცედურების უზრუნველსაყოფად
** თანამშრომლობს უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან (სასწავლო, ფინანსური, ადმინისტრაციული დეპარტამენტები) უცხოელ სტუდენტთა საკითხების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად;
** მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებში, ფორუმებსა და ღონისძიებებზე უნივერსიტეტის წარმომადგენლის სტატუსით;
** მონაწილეობს უცხოელ სტუდენტთა მიღების სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;
** ამზადებს პერიოდულ ანგარიშგებებსა და სტატისტიკურ მონაცემებს უცხოელი სტუდენტების რაოდენობისა და მიღების დინამიკის შესახებ;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია განათლების ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, მენეჯმენტის ან მსგავს სფეროში;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ანალოგიური მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე, წერა, მეტყველება, კითხვა;
** უცხოელ სტუდენტთა მიღების პროცესის ცოდნა;
** განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის კარგი უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 16 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის სტუდენტური მენეჯერი თქვენთვის სასურველი გრაფიკ (ებ)ით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე