Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677923&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"ქართული ამერიკული უნივერსიტეტის" მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, ბოცვაძის ქუჩა 6ა;
** სამუშაო საათები: სრული; ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ;
** ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხობს შემოსულ სატელეფონო ზარებს და მათ საჭიროებისამებრ გადაამისამართებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;
** უზრუნველყოფს ზუსტ და თავაზიან კომუნიკაციას უნივერსიტეტის ვიზიტორებსა და თანამშრომლებთან;
** გადაამისამართებს სტუმრებს მათი საჭიროების მიხედვით შესაბამის დეპარტამენტებსა და თანამშრომლებთან;
** აწარმოებს ვიზიტორთა რეგისტრაციას და აწვდის მონაცემებს შესაბამის დეპარტამენტებს;
** იღებს შემოსულ წერილებსა და კორესპონდენციას, უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას და ადრესატამდე დროულ გადაცემას;
** საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს გამავალი კორესპონდენციის მომზადებას და გაგზავნას დადგენილი წესის მიხედვით;
** უზრუნველყოფს ვიზიტორთან ნაკადის მართვას და ორგანიზებას;
** ასრულებს დავალებებს ხელმძღვანელის მითითებით კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება ადმინისტრატორის, ოფის მენეჯერის ან მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPP);

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 16 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის სტუდენტური მენეჯერი თქვენთვის სასურველი გრაფიკ (ებ)ით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია