|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
"ქართული ამერიკული უნივერსიტეტის" მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსიძის #10
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: 1200₾ (ხელზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
** იღებს მონაწილეობას უნივერსიტეტში არსებული პოზიციების სამუშაო აღწერილობებს და თანამდებობრივ ინსტრუქციების შემუშავებაში;
** უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს შესაბამისი პერსონალის მოზიდვისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებას;
** ახორციელებს უნივერსიტეტის თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზებას;
** აწესრიგებს თანამშრომელთა პირად საქმეებს და სოციალური უზრუნველყოფის (დაზღვევა, პენსია და ა. შ.) საკითხებს;
** ამზადებს და გასცემს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ ცნობებს;
** კონსულტაციას უწევს თანამშრომლებს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
** გეგმავს და ახორციელებს უნივერსიტეტში ახალი კადრების ადაპტირებისათვის /ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებებს;
** გეგმავს და ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, კარიერული განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს;
** უზრუნველყოფს თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდის მიზნით ღონისძიებების ორგანიზებას;
** უზრუნველყოფს თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისათვის ღონისძიებების ორგანიზებას;
** ახდენს უნივერსიტეტის პერსონალის შეფასების პროცესის ორგანიზებას;
** მონაწილეობს უნივერსიტეტის პერსონალის შეფასების სისტემის ფორმირებაში;
** სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებსა და მითითებებს.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფსიქოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPP);
** ორგანიზებულობა;
შერჩევის ეტაპები:
** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 16 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|