|  
		
			| დასახელება: 
				მონტიორ-ინსტალატორი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ახალი ქსელები |  
			| გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი |  
			| შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მონტიორ-ინსტალატორის პოზიციაზე. 
 სამუშაო ადგილი: თბილისი
 განაკვეთი: სრული
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
 ** ყოველდღიურად სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენის შესრულება წინასწარ დადგენილ ვადებში;
 ** აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
 ** კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
 ** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია;
 
 აუცილებელი უნარ-ჩვევები:
 
 ** გამართულად მეტყველება;
 ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
 ** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
 ** გუნდური მუშაობის უნარი;
 
 ანაზღაურება:
 
 ** გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული 1100 ლარი.
 ** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი.
 ** საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, თანამშრომელს დამატებით ჩაერიცხება იჯარა - 700 ლარი.
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV/ან საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მონტიორ-ინსტალატორი.
 
 გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
 
 შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |