|
დასახელება:
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი/გამოცდების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
English Book Education
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.
ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მივეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.
"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის (გამოცდების მიმართულება) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ. N92
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული მომხმარებლებისათვის საერთაშორისო ტესტების/გამოცდების (TOEFL Tests, Level Test, Benchmark Test, Versant English Test...) მიმართულებით სიახლეების შეთავაზება და შეკვეთების რაოდენობის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** არსებულ მომხმარებლებთან (სკოლები/უნივერსიტეტები) ყოველდღიური ურთიერთობა, მიმდინარე პროცესების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებაში დახმარება;
** პარტნიორ სკოლებში საინფორმაციო პრეზენტაციების ჩატარება ტესტების/გამოცდების შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში პარტნიორი სკოლებისთვის იმიტირებული გამოცდების შექმნა;
** პარტნიორი სკოლების ზედამხედველობა და მათი დახმარება მოსწავლეთა რეგისტრაციის პროცესში;
** სტატისტიკური ანალიზის მომზადება და გაცნობა მშობლებისთვის/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლისთვის;
** მუდმივი კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან და მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (CEFR: B1+);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|