|  
		
			| დასახელება: 
				მაღაზიის მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ქონექთი სთორი |  
			| გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი |  
			| კომპანია "ქონექთი სთორი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. 
 ადგილმდებარეობა: თბილისი  (აღმაშენებლის ხეივანი — გლდანის ხიდებთან, ვარკეთილის მეურნეობა), ნატახტარი.
 
 ჩვენ გთავაზობთ:
 
 ** ანაზღაურება: 1600 ლარი + ბონუსი (ანაზღაურების ზრდა განიხილება კვალიფიკაციის შესაბამისად);
 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (შაბათი და კვირა — დასვენების დღეები);
 ** კორპორაციული კულტურა და მეგობრული სამუშაო გარემო.
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** მაღაზიაში მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა და მონიტორინგი;
 ** თანამშრომელთა გუნდის მართვა;
 ** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
 ** პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესის კონტროლი;
 ** მარაგების მართვა და მათზე მუდმივი მონიტორინგი;
 ** დაგეგმილი აქციების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
 ** სავაჭრო ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** სასურსათო მაღაზიაში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
 ** საოფისე პროგრამების ცოდნა;
 ** პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
 ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
 
 პიროვნული თვისებები და უნარები:
 
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 ** გუნდური მართვისა და დელეგირების უნარი;
 ** ანალიტიკური და ორგანიზებული აზროვნება;
 ** დეტალებზე ორიენტირებულობა;
 ** დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
 
 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@connect.com.ge
 
 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 08 74 08.
 |  |  |  |