Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მატიო
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
შპს "მატიო" აცხადებს ვაკანსიას კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ალ.ყაზბეგის ქ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების სისტემაში რეგისტრაცია
** კრიპტოვალუტის ფიატ ვალუტაში (და პირიქით) გაცვლის ოპერაციების წარმოება
** ფულადი სახსრების მართვა და სიზუსტის კონტროლი სალაროში
** განაცხადების დამუშავება კომპანიის სისტემის მეშვეობით
** შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა დაარქივება
** ბალანსის და ტრანზაქციების ლოგის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილების ქონა შემდეგ კომპანიებში მოლარე-ოპერატორის პოზიციებზე: ბანკი, მიკროსაფინანსო, კრიპტო-გადამცვლელი, ვალუტის-გადამცვლელი
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@crypto.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მოლარე-ოპერატორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე