Робота для біженців з України
ოფთალმოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფთალმოლოგი
მომწოდებელი: ოპტიმისტი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. 12 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განსავითარებლად.

კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.

პოზიცია: ოფთალმოლოგი
სამუშაო ადგილი: თბილისი/ ისთ ფოინთი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია მოვალეობები:

** რეფრაქცია, ოპტიკური სათვალისა და კონტაქტური ლინზის შერჩევა, მკურნალობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ბაკალავრი/რეზიდენტი
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპტიკაში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

კომპანია "ოპტიმისტი" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე