Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677821&print=yes&view=jobs
 
გრუმერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრუმერი
მომწოდებელი: ვეტლაიფი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
ვეტერინარული კლინიკა "ვეტლაიფი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ვეტერინარულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს როგორც ცხოველების, ისე მათი პატრონების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.

კომპანია "ვეტლაიფი" აცხადებს ვაკანსიას გრუმერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვეკე-საბურთალო, სიმონ კანდელაკის 41

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მის მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური
** ოთხფეხა მეგობრების სიყვარული
** გამოცდილება არარის სავალდებულო

მოვალეობები:

** ცხოველების დაბანა, გაშრობა და თმის შეჭრა;
** ფრჩხილების, ყურებისა და ბეწვის მოვლა;
** სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა;
** კლიენტებთან თავაზიანი ურთიერთობა და ცხოველისადმი ფრთხილი მოპყრობა.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (სამუშაო საათების და სამუშაო დღეების შესახებ დეტალურად გასაუბრების დროს შევთანხმდებით)
ანაზღაურება გამომუშავებული თანხის %-ით დაითვლება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hello@vetlife.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591 07 57 28

გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ ვაკანტურ პოზიციაზე.
"ვეტლაიფი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "ვეტლაიფი"-ს მიერ (ს/ნ 406228657) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ მიერ ჩვენთვის CV-ის სახით მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია