|
დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ოაზის ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
კომპანია ოაზის ჯორჯია წარმოადგენს IT ტექნიკის დისტრიბუტორს / იმპორტიორს.
ჩვენი მიზანია მუდმივად განვავითაროთ პარტნიორთა ქსელი და კლიენტებს შევთავაზოთ პროფესიონალური სერვისი, ინოვაციური პროდუქცია და გრძელვადიანი თანამშრომლობა.
ამჟამად ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ზრდასა და ბიზნეს პარტნიორების ქსელის გაფართოებაში.
ვაკანსია: B2B გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** კორპორატიულ (B2B) კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** შეთავაზებების მომზადება და კომერციული წინადადებების წარდგენა;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი, კონკურენტების კვლევა და ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის აღრიცხვა პროგრამაში (სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება);
** სატელეფონო ზარებზე დროული რეაგირება და კლიენტთა მოთხოვნების გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
** შეხვედრების ორგანიზება და საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
** ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი და გაყიდვების ანგარიშგების მომზადება.
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია მსგავს სექტორში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი მოტივაცია;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
სასურველი დამატებითი უნარები:
** ბაზრისა და კორპორატიული გაყიდვების სტრუქტურის ცოდნა;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** ახალ კლიენტებთან პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი
ანაზღაურება: 1500 ლარი + % გაყიდვებიდან
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: oasis.georgia.ge@gmail.com და თემის ველში მიუთითეთ: "B2B გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|