Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. პრემიუმ ლიზინგი კი სთავაზობს ფიზიკურ პირებს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, აგრეთვე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგის მეშვეობით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება პოტენციურ ან არსებულ მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქტისა და სერვისების დეტალური გაცნობა/შეთავაზება
** არსებული კლიენტების ინფორმირება ახალი შეთავაზებებისა და აქციების შესახებ;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და საჭიროების შემთხვევაში პრობლემების გადაჭრა ან შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება;
** CRM სისტემაში ზარებისა და გაყიდვების მონაცემების აღრიცხვა;
** თანამშრომლობა გუნდთან საერთო მიზნების მისაღწევად.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** გაყიდვების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-15:00 (თვეში მხოლოდ 2 შაბათი)
ლოკაცია: უნივერსიტეტის ქუჩა 24
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@premiumleasing.ge და ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - გაყიდვების სპეციალისტი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს".

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე