Робота для біженців з України
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** ჰოლდინგის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის გაწერა/მართვა;
** გაყიდვების მხარდამჭერი შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში (სარეკლამო, PR და სხვ.);
** ბრენდების სტრატეგიის შემუშავება, ცნობადობის გაზრდის უზრუნველყოფა და განვითარებაზე ზრუნვა;
** არსებული ვებგვერდისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება, ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა, ტექსტობრივი კონტენტის მომზადება;
** სააქციო და საკატალოგე პროდუქციის გადაღება და დამუშავების უზრუნველყოფა;
** მარკეტინგის გუნდის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ. # 4;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე