Робота для біженців з України
იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** არსებული ნაშთების და გაყიდვების ისტორიის ანალიზი;
** პროდუქციის კატეგორიების მიხედვით ოპტიმალური მარაგების განსაზღვრა და კონტროლი;
** არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, ფასების, მიწოდების გრაფიკის და ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღება;
** პოტენციური ახალი მომწოდებლების/ბრენდების ბაზრის კვლევა (მოძიება);
** შესყიდვის შეკვეთების მომზადება;
** ტვირთის მზაობის თარიღზე დაყრდნობით, საერთაშორისო გადაზიდვის დაგეგმვა (საზღვაო კონტეინერი, სახმელეთო ტრანსპორტი და ა.შ.);
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, ფასების მოკვლევა და საუკეთესო ტარიფების შეთანხმება;
** ტრანსპორტირების დაჯავშნა და პროცესის სრული კოორდინაცია;
** გადაზიდვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის (სერტიფიკატები ან ა.შ) მომწოდებლისგან/გადამზიდველისგან დროულად მიღების და სისწორის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნა;
** ტვირთის მოძრაობის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი და მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ შესაბამისი გუნდების ინფორმირება;
** განბაჟებისთვის საჭირო სრული და კორექტული დოკუმენტაციის მომზადება;
** იმპორტის დეკლარაციის შევსების სისწორის კონტროლი;
** ტვირთის კომპანიის ცენტრალურ საწყობში ტრანსპორტირების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ. # 4;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე