Робота для біженців з України
სამზარეულოს მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს მრეცხავი
მომწოდებელი: Brod
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
2025 წლის გაზაფხულზე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი სასტუმრო "Bellhop" და რესტორანი "Brod" გაიხსნა. პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, Wilbour Holding ახორციელებს.

ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.

რესტორანი "Brod" აცხადებს ვაკანსიას მრეცხავის პოზიციაზე სამზარეულოში.

ჩვენს გუნდში შემოერთებით შეძლებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გაცნობას, დასავლური სტანდარტების შესწავლას და გექნებათ შესაძლებლობა, პერსპექტიულად განავითაროთ თქვენი კარიერა. ასევე გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და კომპანიის შიდა ბენეფიტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: თვიური 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს სივრცეების, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** ტექნიკის, აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა
** სამრეცხაოს ტექნიკასთან მუშაობა და მისი გამართული ფუნქციონირების კონტროლი
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა, ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** ეფექტური თანამშრომლობა სამზარეულოს გუნდის სხვა წევრებთან, მათი დახმარება და ხელშეწყობა სამუშაო პროცესში, საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე