Робота для біженців з України
შიდა მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა მენეჯერი
მომწოდებელი: M factory
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"M factory" აცხადებს ვაკანსიას შიდა მენეჯერის თანამდებობაზე.

შიდა საოპერაციო მენეჯერი პასუხისმგებელია ცეხში მიმდინარე ყველა პროცესზე — პროექტების სწორ, დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

ის აკონტროლებს ხელოსნებს, საწყობს, მასალების მოძრაობას და უზრუნველყოფს, რომ არც ერთი სამუშაო არ შეჩერდეს მომარაგების ან ორგანიზაციის გამო.

მთავარი ამოცანაა წარმოებაში შეინარჩუნოს წესრიგი, ხარისხი და უწყვეტი სამუშაო პროცესი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მიღება და ანალიზი — ნახაზის და ტექნიკური დავალების გადამოწმება, შეცდომების თავიდან აცილება.
** რასკროის მომზადება ან გადამოწმება — მასალის ოპტიმალური განაწილება და დანაკარგების მინიმალიზაცია .
** ხელოსნებისთვის ინსტრუქციის მიცემა და პროცესის მონიტორინგი.
** ყოველდღიური კონტროლი — ხარისხი, სისწრაფე, დისციპლინა, ტექნოლოგიური წესების დაცვა.
** საწყობის აღრიცხვა და კონტროლი — ნაშთები, გაცემები, დანაკარგები.
** მასალების დროული მომარაგება და მომწოდებლებთან კომუნიკაცია.
** ახალი თანამშრომლების გადამზადება და სტანდარტების გაცნობა.
** დასრულებული პროექტის შემოწმება და გარე მენეჯერზე გადაცემა.
** წესრიგისა და დისციპლინის დაცვა ცეხში — სისუფთავე, დროზე მოსვლა, უსაფრთხოება.

საჭირო უნარები:

** ძლიერი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;
** დეტალებზე მაქსიმალური ფოკუსი და პასუხისმგებლობა;
** ლიდერული მიდგომა — უნდა მართავდეს გუნდს შედეგზე ორიენტირებულად;
** სწრაფი რეაგირება და სტრესულ გარემოში ეფექტური მოქმედება.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გუნდის მართვის მიმართულებით
** ავეჯის წარმოების ტექნიკური ცოდნა (MDF, რასკროი, აწყობა, ფურნიტურა და ა.შ.);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელფოსტაზე: mfactoryfurniture@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე