Робота для біженців з України
ფოტო რედაქტორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფოტო რედაქტორი
მომწოდებელი: კავკასიის ავტოიმპორტი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"კაუკასუს აუტო" 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.

რუსთავში კაუკასუს აუტო მარკეტის ფოტო ზონაში, ფოტო რედაქტორს ვეძებთ!

ძირითადი მოვალეობები:

** ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ავტომობილების ფოტოების სრულყოფილი დამუშავება Adobe Photoshop-სა და Adobe Lightroom-ში (ფერების კორექცია, ექსპოზიციის რეგულირება, რეტუშირება, ფონის საჭიროებისამებრ რედაქტირება/ჩანაცვლება).
** ვიზუალური მასალის დამუშავება კომპანიის შიდა და მარკეტინგული სანდარტების (განათება, კუთხე, სტილი) მკაცრი დაცვით.
** დამუშავებული ფოტო მასალის სათანადო კატეგორიზაცია და შესაბამის პროგრამაში, ვებგვერდზე ან სხვა მარკეტინგულ არხებში ატვირთვა
** მიმდინარე ფოტო-პროექტების ბრიფების (დავალებების, საჭიროებების და სტანდარტების) მომზადება და შესრულების ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Adobe Photoshop-ის და Adobe Lightroom-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ფოტოგრაფიის და პოსტ-პროდაქშენის საბაზისო პრინციპების ცოდნა
** დროის ეფექტურად მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.

გელოდებით!

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი https://caucasusauto.selfrecruit.ge/81120c12-1345-4c26-81c6-096739be9a94
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე