Робота для біженців з України
ტენდერი ვებ-გვერდის დამზადებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ვებ-გვერდის დამზადებაზე
მომწოდებელი: ABCO-Georgia
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 04 ნოემბერი
"საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია" აცხადებს ტენდერს ხუთ ენოვანი (ინგლისური, ქართული, მოლდავური, უკრაინული და აზერბაიჯანული) ვებ გვერდის დამზადებაზე.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები ვებ გვერდის დამზადება ქვემოთ მოცემული ტექნიკური დავალების შესაბამისად. ასევე სატენდერო განაცხადში უნდა მიუთითოთ სამუშაოების ღირებულება ლარებში (დღგ-ს ჩათვლით) და შესრულების ვადები.

ტექნიკური დავალება:

** ვებ გვერდის დიზაინი;
**მენიუს დიზაინი;
** მიუთითოს ძრავა რომელზეც აეწყობა ვებ გვერდი;
** უკვე შესრულებული ანალოგიური პროექტები;
** ვებ-გვერდი უნდა იყოს "Mobil Friendly";
** ვებ-გვერდი სიჩქარე უნდა იყოს არანაკლებ 90-ისა, Google Search Console-ის შეფასებით;
** საიტი უნდა დაილინკოს TOP.GE-ზე;
** ვებ-გვერდის ფასი;
** ვებ-გვერდის დამზადების ვადა.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@abco.ge

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 4 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე