Робота для біженців з України
მცხობელის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელის დამხმარე
მომწოდებელი: Brod Bakery
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
Wilbour Holding-ის გუნდი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ახალ ობიექტს ხსნის - Brod Bakery.
ჰოლდინგმა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.

2025 წლის გაზაფხულზე კი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გაიხსნა სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod.

ამჟამად Brod Bakery-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, მცხობელის დამხმარეს პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #67
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, 9-საათიანი ცვლები
თვიური ანაზღაურება: 1300 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება, მცხობელების დახმარება
** ცომის მოზელვა, ფორმირება, გამოცხობა, მიზან-პლასისა და მარაგების მომზადება
** ცხობის პროცესის მონიტორინგი, საცხობში დადგენილი სტანდარტებით მუშაობა
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
** სასაწყობე პროდუქტების მიღება საჭიროებისამებრ
** საცხობის/სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვწეროთ, ან თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე