Робота для біженців з України
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს "სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ საქართველოს მასშტაბით დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ს. ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი #6;
** სამუშაო განაკვეთი: სრული, დასვენება კვირა;
** ხელფასი: ამოღებული თანხის % + ბონუსები - მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2200 ლარის ოდენობით.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურება: 800 ლარი)

ფუნქცია/მოვალეობები:

** შეკვეთის მიწოდება პარტნიორი სავაჭრო ობიექტებისთვის;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა;
** მოლაპარაკების წარმართვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** ორიენტირებული გაყიდვების ზრდაზე

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომპანია კანდიდატებს სთავაზობს შემდეგ პირობებს:

** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას;
** სამოტივაციო ბონუსს;
** სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარი ხელფასი, საშუალოდ 2200 ლარის ოდენობით ხელფასს და ჯანმრთელობის დაზღვევას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას და ფიტ პასს.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.ფოსტაზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე