Робота для біженців з України
პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: იმპოსტი MEP
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"იმპოსტი MEP"— წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც მრავალი წელია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას, აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სფერო: MEP სისტემების პროექტირება და მონტაჟი (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური საინჟინრო სისტემები)

ჩვენი საქმიანობა მოიცავს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირებას
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს
** გათბობა, გაგრილება და ვენტილაციას
** წყალგაყვანილობის სისტემებს
** ელექტრო და სუსტი დენების სისტემებს

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის გეგმის შესაბამისად სამუშაოების მართვა და კოორდინაცია ობიექტზე
** ყოველდღიური კონტროლი სამუშაო პროცესზე
** თანამშრომლობა ტექნიკურ და პროექტის მართვის გუნდებთან
** ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (ფორმა N2, ფორმა 29, და აშ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება MEP სამუშაოების მართვაში:
  
** მექანიკური: გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, აირის სისტემები
** ელექტრო: ენერგომომარაგება, განათება, სუსტი დენები, ავტომატიზაცია
** სანტექნიკა: წყალმომარაგება, წყალარინება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
** ტექნიკური განათლება (ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@IMPOSTI.GE და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: პროექტების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე