Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: MEAMA Franchise
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"MEAMA Franchise" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე. თუ გსურთ დაეუფლოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიას, გახდეთ მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

გრაფიკი: 7-საათიანი სამუშაო გრაფიკი (დილის ან საღამოს ცვლა, მაქსიმალურად მორგებული თქვენს გრაფიკზე)
ანაზღაურება: 800 ლარი
ლოკაცია: ილია ჭავჭავაძის გამზირი 72

პოზიცია არ საჭიროებს გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში, შერჩეული კადრი გადამზადებას გაივლის ადგილზე.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ცხელი და ცივი სხვადასხვა სახეობის სასმლის მომზადება;
** მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
** სალარო ოპერაციების აღრიცხვა;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.

პერსონალური უნარ-ჩვევები:

** კეთილგანწყობილი;
** კომუნიკაბელური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობიანი.

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელმისამართზე: a.rogava@rogalux.ge.

დასაქმების შემდეგ, შესაძლებლობა გაქვს, რომ გაიარო სრულად დაფინანსებული ტრენინგ-კურსი და მიიღო MEAMA ფრენშაიზის სერტიფიკატი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე