Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677734&print=yes&view=jobs
 
საწყობის სტრატეგიული ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სტრატეგიული ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია მადარტი აცხადებს ვაკანსიას საწყობის სტრატეგიული ხელმძღვანელის პოზიციაზე!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელის მასშტაბით სასაწყობე&სამეურნეო პროცესების მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა;
** დაქვემდებარებული განყოფილების/თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმის ეფექტიანობის გაზომვა;
** კონკრეტული სტრუქტურული ერთეულების პოლიტიკების შექმნა და საჭიროებისამებრ პერიოდული განახლება;
** კომპანიაში არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაცია, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მართვა;
** ფილიალებში არსებული სასაწყობე პროცესების კონტროლი, მათი ეფექტურად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბიზნეს განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ რეპორტების მომზადება;
** მნიშვნელოვანი პროაქტიული ანალიზების ჩატარება საკვანძო ბიზნეს გადაწყვეტილებების გასაუმჯობესებლად;
** კომპანიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა,
განხორციელება და კონტროლი;
** სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად წარმართვა;
** მენეჯმენტის, პარტნიორი კომპანიების და სხვა მოთანამშრომლე მხარეებისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება კომპანიის ფინანსური საქმიანობის და გეგმების შესახებ;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალების შესრულება კომპეტენციების ფარგლებში.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზანილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან;
** ტესტირება Excel-ში და პროექტული დავალება;
** ფინალური გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან.

ჩვენ ვითხოვთ:

** უმაღლეს განათლებას ფინანსების, ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნას;
** 5+ წლიან სამუშაო გამოცდილებას ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** ფინანსური მენეჯმენტის ძლიერ უნარებს, მათ შორის ბიუჯეტირებას, პროგნოზირებასა და ხარჯების კონტროლს;
** ლოჯისტიკისა და სასაწყობე პროცესების მართვის გამოცდილებას;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** პერმანენტულ ინიციატივებს;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 4000-6000 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@madart.ge

რეზიუმეების მიღება განხორციელდება მიმდინარე წლის 28 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია