Робота для біженців з України
ექიმ-ლაბორანტი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმ-ლაბორანტი
მომწოდებელი: მარნეულის ამბულატორია
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
მარნეულის ამბულატორია აცხადებს ვაკანსიას ექიმ ლაბორანტის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული (ლაბორანტი) ან უმაღლესი განათლება სამედიცინო/ბიოლოგიის სფეროში
** პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება ზოგად კლინიკურ და ლაბორატორიულ კვლევებში
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი ორგანიზაციული კულტურა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** შესრულების სიზუსტე და სისწრაფე
** კეთილგანწყობა და თავაზიანი მოპყრობის უნარი
** აქტიური მოსმენის უნარი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** ლაბორატორიული კვლევების დადგენილ ვადებში შესრულება;
** ლაბორატორიული აპარატურის და მოწყობილობების შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით მოვლა/რეცხვა;
რეაქტივების შემოწმება;
** ლაბორატორიის აღჭურვილობის და ტექნიკის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება;
** ნარჩენების დახარისხება;
** ლაბორატორიაში სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;

პირობები:

გრაფიკი: 09:30-16:00 სთ (კვირაში 3-4 დღე);
ანაზღაურება: 1600-2000 ლარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15.11.2025წ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: ambulatoryofmarneuli@gmail.com ან მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: ქ. მარნეული 26 მაისის ქ. 80 (1 სართული). შპს მარნეულის ამბულატორია.

საკონტაქტო ტელ; 599-57-87-46 (ზაზა) 591-91-97-84 (ლევანი).

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე