Робота для біженців з України
ცნობიერების ამაღლების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცნობიერების ამაღლების კონსულტანტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 06 ნოემბერი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციებისა და ცნობიერების ამაღლების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მედიასთან ურთიერთობა: პრესრელიზების შედგენა და გავრცელება, მედიის მოთხოვნებზე პასუხი, პრესკონფერენციების ორგანიზება;
** შინაარსის შექმნა: ხარისხიანი ტექსტების მომზადება პრესრელიზებისთვის, სიტყვებისთვის, ბლოგპოსტებისთვის, საინფორმაციო ბიულეტენებისა და სოციალური მედიის პოსტებისთვის;
** ღონისძიებების კოორდინაცია: საზოგადოებრივ ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება (პრესკონფერენციები, პროდუქტის წარდგენები, კორპორატიული ღონისძიებები);
** ბრენდის მართვა: ორგანიზაციის სტრატეგიული გზავნილებისა და ბრენდინგის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა ყველა საკომუნიკაციო არხზე;
** მონიტორინგი და ანგარიშგება: მედია გაშუქების, საზოგადოებრივი აზრისა და PR კამპანიების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; პრიორიტეტულია საზოგადოებასთან ურთიერთობა, მასობრივი კომუნიკაცია, ჟურნალისტიკა, მარკეტინგის მიმართულება;
** აუცილებელია მინიმუმ 2-დან 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან მსგავს პოზიციებზე;
** აუცილებელია მედიასთან თანამშრომლობის, პრესასთან ურთიერთობის მართვისა და საჯარო ღონისძიებების კოორდინირების გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** გამორჩეული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი, სხვადასხვა აუდიტორიისთვის ეფექტური გზავნილების ჩამოყალიბება;
** მედიასთან ურთიერთობა: კომუნიკაცია მედია ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და უწყებებთან;
** კრიზისული სიტუაციების მართვა: საზოგადოებრივ კრიზისებზე რეაგირების გამოცდილება სტრატეგიული და გაწონასწორებული მიდგომით;
** სოციალური მედიის ცოდნა: სოციალური პლატფორმების ეფექტური გამოყენება ბრენდის პოპულარიზაციისა და აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის; შინაარსის შექმნისა და ანალიტიკის უნარი;
** ანალიტიკური უნარები: PR კამპანიების, მედია გაშუქების და სოციალური მედიის მაჩვენებლების ანალიზი და შედეგების შეფასება;
** დროის მართვა: ორგანიზებული მუშაობა, ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვისა და დადგენილ ვადებში დასრულების უნარი.

ტექნიკური მოთხოვნები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის პროგრამებისა და ინსტრუმენტების ცოდნა;
** SEO-სა და ციფრული მარკეტინგის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 06 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე