Робота для біженців з України
ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"Pepsico" აცხადებს ვაკანსიას ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის (თბილისი, აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო) თანამდებობაზე.

პოზიციის როლი:

** კომპანიის მიერ დასახული მიზნების (მოცულობა, "ძირითადი მაჩვენებლები") შესრულება
** ასრულებს და ახორციელებს გაყიდვების, მარკეტინგის და სავაჭრო მარკეტინგის აქტივობებს პეპსიკოს სტანდარტების მიხედვით, რათა მიღწეულ იქნას კომპანიის წლის და თვის გეგმები და KPI (ძირითადი მაჩვენებლები)

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების დაგეგმვა
** კომპანიის მიერ დასახული AOP გეგმის მიხედვით უზრუნველყოფს თავისი სამოქმედო ტერიტორიაზე (დასავლეთ საქართველო) ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულებას, ამზადებს გაყიდვების გეგმას რათა უზრუნველყოს თავისი სამოქმედო ტერიტორიის ყოველთვიური/წლიური გეგმის (მოცულობის კგ/ლარი) შესრულება არხისა და ბრენდების მიხედვით)

გაყიდვები და შესრულება:

** უზრუნველყოს კომპანიის მიერ დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება ყოველთვიური/წლიური თავის სამოქმედო ტერიტორიაზე კატეგორიების, ბრენდების და "KPI" მიხედვით
** უზრუნველყოს დასახული გაყიდვების/სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შესრულება-განხორციელება დაგეგმილი შედეგის მისაღწევად
** უზრუნველყოს საფასო, დისკაუნტის და საბონუსე პოლიტიკა სამოქმედო ტერიტორიაზე

სამუშაო მეთოდები:

** იმუშაოს პარტნიორთან, მის წარმომადგენლებთან რათა შესრულებული იქნას პეპსიკოს სამუშაო მეთოდები BIG 3 და ასევე სწორად გამოყენებული იქნას სამუშაო რესურსები
** უზრუნველყოს გუნდის მიერ ტრეინინგების გავლა პეპსიკოს სტანდარტების შესაბამისად

ადამიანური რესურსების მართვა: მართოს მერჩენდაიზერების გუნდი პეპსიკოს პროცესების და პროცედურების მიხედვით რათა ჩამოაყალიბოს მოტივირებული, პროფესიონალური და ეფექტური გაყიდვების გუნდი

სავაჭრო ინვენტარის კონტროლი და მონიტორინგი:

** თავის მოქმედების ტერიტორიაზე უზრუნველყოს სავაჭრო მოწყობილობის / მაცივრების შესაბამისი კონტროლი
** აკონტროლოს სწორი და ზუსტი რეპორტინგი განთავსებულ/დამონტაჟებულ სავაჭრო მოწყობილობებზე, უზრუნველყოს საჭირო დოკუმენტების შევსება (მაცივრის შეტანას/გამოტანის ფორმა, კონტრაქტი.
** პასუხისმგებელია სავაჭრო მოწყობილობის ფიზიკურ რაოდენობაზე, მათ მდგომარეობაზე ასევე დაზიანება დაკარგვაზე თავის სამოქმედო ტერიტორიაზე
** დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს (გაყიდვების მენეჯერი, იურისტი, უსაფრთხოების მენეჯერი) სავაჭრო მოწყობილობის დაზიანება, დაკარგვა, მოპარვის შესახებ

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების/კომერციულ სფეროში, სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება
** პრაქტიკული გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებების წარმოების მიმართულებით
** ეფექტური გაყიდვების უნარი
** შედეგებზე ორიენტირება და მაღალი მოტივაცია
** MS პროგრამების (Excel, PowerPoint, Word) ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური B1+ დონეზე
** მართვის მოწმობა, B კატეგორია

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: liana.satseradze@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე