Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ვებ გვერდის და სოციალური ქსელების მართვა განვითარება;
** ქოფირაითინგი- ვიზუალური და ტექსტუალური კონტენტის შექმნა და განთავსება;
** მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო (Ads) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ბიუჯეტის შემუშავება და მონიტორინგი;
** სოც. მედიაზე მომხმარებლების ქცევის შეფასება, კონტენტის განთავსება და მართვა;
** მომხმარებელთა შეკითხვების, კომენტარების, გამოხმაურებების კონტროლი;
** სოც. მედიაზე აქტივობების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან: reach, impression, conversion rate, cost per click და ა.შ.;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოც. მედია მენეჯერის, ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 გამოცდილება;
** Facebook ads, Google Analytics, Google Ads, Remarketing, Meta business Suite მუშაობის გამოცდილება;
** SEARCH NETWORK (Google Adwords search)
** On Page - ოპტიმიზაცია;
** Off Page - ოპტიმიზაცია.

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითობა და ინიციატივის ქონის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge და წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე