Робота для біженців з України
HR ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრატორი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს HR ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა/ჰიბრიდული (40 სთ კვირაში)
დასაქმების პერიოდი: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების სრული პროცესის მართვა (აყვანა, განთავისუფლება, გადაყვანა, დისციპლინური გადაცდომა, საკონტრაქტო პირობების ცვლილება და სხვ.)
** წინა სახელფასო დოკუმენტაციის წარმოებაში მხარდაჭერა
** თანამშრომელთა ყოველწლიური შვებულებების მართვა
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირება
** სხვადასხვა HR პროგრამაში ინფორმაციის ასახვა და მონიტორინგი
** ორგანიზაციული სტრუქტურის, პერსონალის რიცხოვნობის პერიოდული განახლება
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან მსგავსი მიმართულებებით
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრაციულ საქმიანობაში
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel ცოდნა
** ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
** მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული

რას გთავაზობთ:

** HR ადმინისტრირების მიმართულების ღირებული პრაქტიკული გამოცდილება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე