Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Growth Hunters
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
ვეძებთ კონტენტ კრეატორს "Growth Hunters"-ში.

თუ გიყვარს წერა, ახალ იდეებზე ფიქრი, გაქვს სააგენტოში მუშაობის გამოცდილება და გინდა იყო გუნდის ნაწილი, რომელიც ყოველდღე ქმნის ზრდაზე ორიენტირებულ შედეგებს - გელოდებით!

შენი მთავარი მისია იქნება:

** კონტენტ სტრატეგიის შემუშავება - შექმნი სტრატეგიას, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენი სააგენტოსა და პარტნიორების ბიზნეს მიზნებსა და Growth ამოცანებს.
** კრეატიული ქოფისა და ბრიფების შექმნა - მოამზადებ მიზანზე ორიენტირებულ, ეფექტურ ქოფებსა და ბრიფებს დიზაინერისთვის, შექმნი მრავალფეროვან ფორმატებს და სცენარებს (სოც. მედია პოსტები, ბლოგები, საიმიჯო ტექსტები, სარეკლამო ქოფები და ა.შ.).
** კამპანიების მართვა - სენიორ ქონთენთ მენეჯერთან ერთად აქტიურად ჩაერთვები მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
** ორგანიზებულობის უზრუნველყოფა - შეიმუშავებ ყოველთვიურ კონტენტ კალენდარს, დაიცავ დედლაინებს და პასუხისმგებლობით მოეკიდები თასქების კონტროლს.
** კომუნიკაცია და პრეზენტაცია - აქტიურად ითანამშრომლებ ექაუნთ მენეჯერთან და სხვა გუნდის წევრებთან. ჩაერთვები ბრეინშტორმინგებში, შეხვედრებში და ხშირად წარადგენ საკუთარ იდეებსა და კონტენტს უშუალოდ პარტნიორებთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** გქონდეს სააგენტოში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით, თუმცა არა გადამწყვეტი;
** ფლობდე ქართულ ენას მაღალ დონეზე (წერა, რედაქტირება, სტილისტიკა), ხოლო ინგლისურს მინიმუმ B1;
** იყო პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური და გუნდური მოთამაშე;
** გიყვარდეს მუდმივი განვითარება და ახალი იდეების ინიცირება.

შენთვის საინტერესო დეტალები:

** ანაზღაურება: 1500 ₾ (ფიქსირებული)
** ლოკაცია: ვაკე, მოსაშვილის ქუჩა
** გრაფიკი: ჰიბრიდული (ერთ თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ კვირაში 4 დღე ოფისიდან და 1 დღე სახლიდან)

თუ გინდა შემოუერთდე ჩვენს გუნდს და გაქვს საჭირო გამოცდილება გადადი ბმულზე: https://forms.gle/sv71c5R4kM9V544K6

ბმულის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და შეინახოს 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე