Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677698&print=yes&view=jobs
 
ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" ზუგდიდის ფილიალის გუნდში!

პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი (ზუგდიდი)

მოვალეობები:

** ბანკის კორპორაციული ღირებულებებისა და ბიზნეს ფილოსოფიის ცოდნა და გაზიარება
** ჯგუფში მუშაობა და კოლეგებთან ღია და დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება
** ფილიალის საერთო მიზნისკენ მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება
** საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების აქტიური განვითარება უშუალო ხელმძღვანელის მიერ ჩატარებული
** პროფესიული მომზადების
** საკითხების ღიად განხილვის
** ქოუჩინგის მეშვეობით
** ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტისთვის ბანკში პირველი საკონტაქტო პირის ფუნქციების შესრულება
** პოტენციური ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა
** ბიზნეს პორტფელის შექმნა და ზრდა
** კლიენტთა მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა
** დასახული გეგმების შესრულება
** ბიზნეს პორტფელის რეგულარული მონიტორინგი, პორტფელში არსებული კლიენტებისთვის არსებული და ახალი საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება
** კლიენტების სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება და საკრედიტო რისკების და კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასება

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მოტივაცია და ენერგიულობა
** კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
** მოქნილობა და ოპერატიულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდში მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
** სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი
** ორგანიზებულობა

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი (ზუგდიდი)" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 28/11/2025

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია