|
დასახელება:
ლაბორანტი/მიკრობიოლოგი
|
| მომწოდებელი:
PepsiCo
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ლაბორანტის/მიკრობიოლოგის პოზიციაზე რძის პროდუქტების საწარმოში, ფონიჭალაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ახორციელებს ნიმუშების აღებას, ამზადებს ნიმუშებს რძეზე და რძის პროდუქტებზე კვლევის საწარმოებლად
** ახორციელებს რძის და რძის პროდუქტების მიკრობიოლოგიურ ანალიზს დადგენილი კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიურ პროცესებზე არსებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
** ატყობინებს ხარისხის მართვის მენეჯერს საკონტროლო მაჩვენებლების ნებისმიერ გადახრაზე.
** ახორციელებს აღჭურვილობის გასარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების კონცენტრაციის კონტროლს.
** უზრუნველყოფს ლაბორატორიის ჭურჭლის რეცხვას კვლევების ჩატარების შემდგომ და ამზადებს მას მომდევნო სამუშაოსთვის.
** აწარმოებს დეტალურ ლაბორატორიული ჟურნალს და სხვა დოკუმენტებს რძეზე და რძის პროდუქტებზე.
კანდიდატის პროფილი:
** პროფესიული/ უმაღლესი განათლება ქიმიის/მიკრობიოლოგიის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება ლაბორატორიულ საქმიანობაში, სასურველია საწარმოში
** სურსათის უვნებლობის AIB, GMP, HACCP, ISO 22 000 FSSC სტანდარტების საბაზისო ცოდნა
** სასურველია ინგლისურის ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
რას გთავაზობთ:
** პროფესიონალური კუთხით განვითარება და ზრდა
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
** სამუშაო გრაფიკი: 40 სთ/კვირაში
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|