Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - თბილისი, ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"ქონექთ შოპი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ნატახტარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
ანაზღაურება: 1500 - 1700 ლარი (NET)
სასურველია: საკუთარი ავტომობილი და მოქმედი მართვის მოწმობა

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის განთავსება სავაჭრო ობიექტებში წინასწარ შეთანხმებული პირობების და პლანოგრამის შესაბამისად;
** პროდუქციის ვიზუალური იერსახისა და თაროების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვარგისიანობისა და სასაქონლო სახის კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის ვადებისა და ნაშთების მონიტორინგი;
** ვადაგასული ან/და დაზიანებული პროდუქციის დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში რიგგარეშე შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პრისეილიერისთვის;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საბაზისო ცოდნა მერჩენდაიზინგის პრინციპებში და პროდუქციის განლაგების სტანდარტებში;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) - სასურველია საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე