Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677680&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ფრიზ ფოინთი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
სამაცივრე-შემნახველი საწყობი - შპს "ფრიზ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული შეკვეთის მიხედვით სატრანსპორტო ტექნიკის დატვირთვა;ახალი პროდუქციის მიღება-დაცლა;
** მიღებული პროდუქციის გადმოტვირთვა და დასაწყობება;
** ატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას შეფუთვის მთლიანობის უზრუნველყოფის კონტროლი;
** ხორც-პროდუქტების დამუშავების პროცესში დახმარება;
** საწყობის ხელმძღვანელთან ერთად პროდუქციის აღრიცხვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სასაწყობე შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების სათანადო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** სასურველია, თვითმცლელზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამაცივრე საწყობში მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია სასაწყობე მეურნეობაში ან ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება

პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 18:00, შაბათი 09:30 - 14:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გრ. ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. N38

ანაზღაურება:

** საწყობის თანამშრომელი: 1200 ფიქსირებული + ბონუსი დატვირთვის მიხედვით (საშუალოდ 1500 ლარიდან)
** თვითმცლელის ("პაგრუშიკის") მძღოლი: 1500 ფიქსირებული + ბონუსი დატვირთვის მიხედვით (საშუალოდ 1800 ლარიდან)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Contact.fpoint@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 119 440; 599 054 025

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია