Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677672&print=yes&view=jobs
 
უმცროსი კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", რომელიც 150-მდე დასახელების ხორცპროდუქტს აწარმოებს, დაარსდა 1961 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე.

კომპანია მუდმივად ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, ნერგავს სიახლეებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს ნახევარსაუკუნოვან წარმატებულ და უწყვეტ საწარმოო პროცესს.

ჩვენი მთავარი ღირებულებაა მომხმარებელზე ორიენტირებულობა — მუდმივად შევთავაზოთ სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს სოციალურ გვერდებს: https://www.facebook.com/vakeproducts/
https://www.facebook.com/vacancy.vake

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კატეგორიის მენეჯერის (Food კატეგორია) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#57
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00სთ-18:00სთ

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass_ის შეთავაზება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების მონაცემების, მარჟებისა და მარაგების კონტროლი;
** ახალი პროდუქტების, ბრენდების მოძიება და შემოტანის პროცესში ჩართულობა;
** პროდუქციის ოპტიმალური ასორტიმენტის შერჩევა და მართვა;
** საქონლის მარაგების კონტროლი და დეფიციტის პრევენცია;
** კონკურენტული პრომო ბადის დაგეგმვაში ჩართულობა, კალენდრის შეთანხმება, პრომო აქტივობებისთვის საჭირო ნაშთებზე პასუხისმგებლობა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასებსა და პირობებზე;
** სარეკლამო აქტივობების, ფასდაკლებებისა და სეზონური აქციების დაგეგმვა და განხორციელება;
** მონაწილეობის მიღება პროდუქციის ვიზუალურ განლაგებასა და მერჩენდაიზინგში;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
** ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** იმპორტის ასორტიმენტის ინიცირება და ბრენდების გაყიდვების მართვაში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება რითეილში, სასურველია Food კატეგორიის მიმართულებით;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "უმცროსი კატეგორიის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე" (ს/კ 205264284) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე info@vake.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გმირი კურსანტების ქუჩის II შეს. N7.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია