Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677608&print=yes&view=jobs
 
სასტუმროს მართვისა და ადმინისტრატორის მოსამზადებელი კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს მართვისა და ადმინისტრატორის მოსამზადებელი კურსი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"VIP Intellect Group" გთავაზობთ სასტუმროს მართვისა და სასტუმროს ადმინისტრატორის მოსამზადებელ სასერტიფიკატო კურსებს.

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 25-წლიან გამოცდილებას!

ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება, როგორც ტრენინგ ცენტრში, ასევე დისტანციურად!

1) კურსის დასახელება: სასტუმროს ადმინისტრირება

კურსი განკუთვნილია: მათთვის, ვისაც სურს სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე დასაქმება.
გაითვალისწინეთ, წლებია ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტიპის სასტუმროსთან, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. არსებული სასტუმროები სისტემატურად გვაწვდიან ვაკანსიებს და ითხოვენ ჩვენგან კვალიფიციურ კადრებს.

კურსის თემატიკა:

** განთავსების ობიექტის ტიპები და ოთახების კატეგორიები
** დიდი, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა და უფლება მოვალეობები
** მიღება-განთავსების (რეცეფციის, ადმინისტრაციის)სამსახურის ურთიერთ თანამშრომლობა სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან
** მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლები და მათი ფუნქცია მოვალეობები
** ადმინისტრატორის (რეცეფციონისტის) სამუშაო აღწერილობა, პროფესიული უნარ-ჩვევები; სამუშაო ბაზრის მოთხოვნები და პრაქტიკაში გავრცელებული სამუშაო პირობები
** სასტუმროს სამუშაო პროგრამები; სასტუმროს სამუშაო პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული ნაწილი.
** სასტუმროში ანგარიშსწორების წესი და პირობები, თანმდევი დოკუმენტაცია
** სტუმართან ურთიერთობის ეთიკის ნორმები და ადმინისტრაციის შინაგანაწესი
** ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა
** დაჯავშნის სამსახურის უფლება-მოვალეობები, სამუშაო დოკუმენტაცია და სტუმართან კომუნიკაციის ეტიკეტი; ჯავშნის მიღება და პროგრამაში ასახვა

კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია
კურსის ღირებულება ჯგუფში 3-5 მონაწილე: 600 ლარი
წყვილში: 750 ლარი

კურსის ფორმატში ჩატარდება ინფო-ტური სასტუმროებში.

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

კურსებს წარუძღვება: ნინო დანელია - სასტუმროს ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი, პრაქტიკოსი ტრენერი.

2. სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი

დასაქმების რეალური შესაძლებლობა! ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა სასტუმროში მუშაობას!

კურსის მიზანია:

** სასტუმროს ინდუსტრიის გაცნობა და ამ მიმართულებით განვითარების ხედვის ჩამოყალიბება
** შეძლებს პრაქტიკულად მიღებული ცოდნის დანერგვასა და თავის დამკვიდრებას არსებულ სფეროში. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70%, თეორია/პრაქტიკა.

სალექციო კურსი მოიცავს:

** განთავსების საშუალებათა ისტორია; სასტუმროს სპეციალიზაცია და კლასიფიკაცია ; სასტუმროთა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები ; ტურისტთა განთავსების ობიექტების ტიპოლოგია;
** სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა
** სასტუმროს მიმღები დეპარტამენტი ; თანამშრომლები და მათი უფლება მოვალეობები
** სასტუმროს დოკუმენტაცია და მათი წარმოების წესი
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამები
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობა (პრაქტიკული მეცადინეობა)
** სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი; სასტუმროს მარკეტინგული საქმიანობა
** სასტუმრო ინდუსტრიაში ფასწარმოქმნის მექანიზმზე მოქმედი ფაქტორები
** სასტუმროს ფასწარმოქმნის მექანიზმზე ზეგავლენის ძირითადი ფაქტორები.
** სასტუმრო მომსახურების წარმოებისა და ხარისხის მართვის თავისებურებები
** ზოგადი მიმოხილვა
** ხარისხის სტანრტული დაგეგმვის მოდელი
** სასტუმრო მომსახურების სასიცოცხლო ციკლის ეტაპები
** ხარისხის მართვის ფუნქციები
** სასტუმრო მომსახურების ხარისხის შეფასების კვოლიმეტრული პარამეტრები
** სასტუმროს დასუფთავების სამსახური
** სასტუმროს კვებისა და სასმელების დეპარტამენტი. დეპარტამენტის თანამშრმომლები და მათი მოვალეობები
** კვების სახეები.
** სასტუმროს მომარაგების დეპარტამენტი. მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და მატერიალური მარაგების მართვა.
** სასტუმროს ტექნიკური და დაცვის სამსახური
** სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. კადრების შერჩევის სტრატეგია; კანდიდატის შტატში აყვანის და გადამზადების ეტაპები; წახალისების და სასჯელის სახეები;
** მცირე სასტუმროს საინვესტიციო სტრატეგია
** მსოფლიო სასტუმროთა ლიდერი ქსელები საქართველოს ტურისტულ ბაზარზე -სასტუმრო პროდუქტის დაპროექტება, ადგილობრივი ინვესტიციების ათვისების პრობლემა საქართველოს სასტუმრო ბიზნესში, მსოფლიოს სასტუმროთა ქსელები
** პრაქტიკოსი სპეციალისტები დეტალურად შეგასწავლიან სასტუმროს სპეციფიკას. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძენთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სასტუმროს მიმართულებით ბიზნეს აზროვნების ჩამოყალიბებასა და მართვის უნარ-ჩვევების შემუშავებაში. თქვენი ცოდნით დაძლევთ საქართველოს სასტუმროს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაართმევთ თავს, სასტუმროს ნებისმიერ დეპარტამენტში, ნებისმიერ თანამდებობას.

ლექციების ხანგრძლივობა: 12 ლექცია
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 2-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება : 750 ლარი
წყვილში: 850 ლარი

შესაძლებელია ინდივიდუალური კონსულტაციები მოთხოვნიდან გამომდინარე.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად

კურსებს წარუძღვება: ნინო დანელია - სასტუმროს ბიზნესში მენეჯერულ პოზიციაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერი.

კურსის ბოლოს საუკეთესო კურსდამთავრებულებს დავეხმარებით დასაქმებაში!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: https://vipintellect.ge/ge/register

მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.
ტელ:551196110; 593618212;
ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
Facebook: https://web.facebook.com/pages/VIPIntellectGroup
ვებგვერდი: http://www.vipintellect.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია