Робота для біженців з України
საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბენე კომფორტი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 40-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორის პოზიციაზე გუდაურში.

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპლექსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მომსახურების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი ცვლებში, ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლა;
** ანაზღაურება 1500 ლარი;
** სამუშაო ადგილი - გუდაური.

ბენეფიტები:

** საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა;
** კვება თითოეულ დღეზე 30 ლარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი". კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე