Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Bimba y Lola
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
პრემიუმ ხაზის ბრენდები "Bimba y Lola" და "Adolfo Dominguez" აცხადებენ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, "აუთლეტ ვილიჯში "

მათ ვისაც უყვარს დახვეწილობა და ხარისხი.

გახდით ჩვენი გუნდის წევრი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 11:00-20:00;
** სამუშაო ადგილი: "აუთლეტ ვილიჯის" ტერიტორია (სოფ. მარტყოფი. ტრანსპორტირება ხდება თბილისის 2 ლოკაციიდან და რუსთავის ლოკაციიდან)
** ანაზღაურება: ფიქსირებული და გაყიდვებიდან გამომუშავებული ბონუსი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სრული/არასრული;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურება/გაყიდვების მიმართულებით;
** უცხო ენების ფლობა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების სივრცეში, მომხმარებელთა მომსახურება და პროდუქციის შეთავაზება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** პროდუქციის მიღება და განთავსების უწყვეტობა;
** სალარო პროცედურის დაცვა, პროგრამულ კომპლექსში ასახვა;
** მომხმარებლისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** დაგეგმარების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: qbq.info@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "მოლარე-კონსულტანტი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე