Робота для біженців з України
სტაჟირება - თბომავლის მემანქანე - კასპი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - თბომავლის მემანქანე
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 648024_2025___Application_Form_GE_7645545.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში თბომავლის მემანქანის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** თბომავლის გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა;
** თბომავალზე ჰაერის კომპრესორის, სამუხრუჭე ხუნდების და ბუნიკების მდგომარეობის გამართულობის შემოწმება;
** თბომავლისა ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** თბომავლის მექანიზმებისა და მოწყობილობების გაუთვალისწინებელი ავარიის ოპერატიულად აღმოფხვრა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** თბომავლის რეგულარული შემოწმება, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა;
** მექანიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში მენეჯერის ინფორმირება;
** წარმოების ინტერესებიდან გამომდინარე უნიმოგზე მუშაობა სათანადო მართვის მოწმობის არსებობის შემთხვევაში;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

სასურველია გქონდეთ:

** თბომავლის მემანქანის მართვის მოწმობა;
** სასურველია თბომავალზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება;
** ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟირება - თბომავლის მემანქანე (კასპი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე