|
დასახელება:
რემონტების ტექნიკური ცენტრის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჰანიველ ცემენტი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
|
თანდართული ფაილი:
648024_2025___Application_Form_GE_7645545.zip
|
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას კასპის ცემენტის ქარხანაში რემონტების ტექნიკური ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
** რემონტების ტექნიკური ცენტრის მუშაობის უზრუნველყოფა კომპანიის დადგენილი კონცეფციების და სტანდარტების მიხედვით;
** მონაწილეობის მიღება დეპარტამენტის სამუშაოების სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმვაში — მოამზადოს გრძელვადიანი, წლიური და ყოველთვიური სამუშაო გრაფიკები;
** კოორდინაციის გაწევა კაპიტალური რეკონსტრუქციების, ახალი ტექნიკის მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების დაგეგმვის პროცესისთვის;
** უზრუნველყოფს დაგეგმილი გაჩერებებისას სარემონტო სამუშაოების გეგმასთან შესაბამისობას, ადგენს პრიორიტეტებს, აფასებს მესამე მხარის ჩართულობის საჭიროებას და ამზადებს შესაბამის ტექნიკურ-ფინანსურ შეფასებებსა და სატენდერო დოკუმენტაციას;
** უზრუნველყოფს დეფექტური უწყისების მომზადებას, სათადარიგო ნაწილებისა და დამხმარე მასალების რაოდენობრივი მოთხოვნის განსაზღვრასა და დროულ შეკვეთას;
** ადგენს სარემონტო სამუშაოების ხანგრძლივობის გრაფიკებს MS Project-ის პროგრამაში და აკონტროლებს მათ შესრულებას;
** ახორციელებს დეპარტამენტის ბიუჯეტის და სასაწყობე მარაგების დაგეგმვასა და ხარჯვით ნაწილში კონტროლს; განსაზღვრავს კრიტიკულ მარაგებს და უზრუნველყოფს მათი მუდმივი შევსების მონიტორინგს;
** ამზადებს და მართავს ყოველკვირეულ და ყოველდღიურ სამუშაო გეგმებს, წინასწარი ტექნიკური მომსახურებისა და დიაგნოსტიკური პროგრამებს SAP-PM სისტემაში;
** განახორციელოს ძირითადი აგრეგატების FMEA და RCFA ანალიზი, დოკუმენტირება და კონტროლი.
** მონაწილეობას იღებს ISO 9000:2000 ხარისხის მართვის სისტემის დანერგვასა და ტექნიკური მომსახურების პროცესების გაუმჯობესებაში;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მექანიკის ან ელექტრობის მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office ძალიან კარგად ცოდნა;
** სასურველია SAP - ის პროგრამის ცოდნა;
** MS Project-ის პროგრამის ცოდნა;
** PM-ის პროგრამის ცოდნა;
** AutoCad- ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** სატელეფონო ლიმიტს;
** კომპანიის მანქანა და საწვავის ბარათი;
** დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება;
** ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: Careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - რემონტების ტექნიკური ცენტრის მენეჯერი (კასპი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|